Over 10 years we helping companies reach their financial and branding goals. Onum is a values-driven SEO agency dedicated.

LATEST NEWS
CONTACTS

წესები და პირობები

საიტის წესები და პირობები

ვებ გვერდი xService.ge წარმოადგენს xService-ს საკუთრებას.
თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია ამ საიტზე შესვლა და შეკვეთის განთავსება რეგისტრაციის გავლისშემდეგ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პირობებს, თქვენ ვერ ისარგებლებთ ამ საიტით.

კონფიდენციალურობა

მომხმარებელთა პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვასა და უსაფრთხოებას. თქვენი კონფედენციალურობა დაცულია.

ზოგადი პირობები - ტერმინთა განმარტება:

ჩვენ – ” xService”, შემდგომში -კომპანია;

თქვენ – პირი, რომელიც შედის ვებგვერდზე; ასევე იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი შედის ვებ გვერდზე;

ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ
  • ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი – 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, ან 16 წელს მიღწეული პირი და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისაგან დადოთ წინამდებარე ხელშეკრულება, მიიღოთ ვებ გვერდის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი თანხები;
  • დაიცავთ ხელშეკრულებაში არსებულ პირობებს და ვებ გვერდით სარგებლობის წესებს.
  • თანამშრომლობის პროცესში წარმოადგენთ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, იმისთვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;
  • დაიცავთ საავტორო უფლებებს, არ განახორციელებთ ვებთ გვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;
  • დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშებს, რათა დაცული იყოს თქვენი კონფიდენციალურობა.
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც ითვალისწინებს სხვა მომხმარებლის პირადი ან კონფიდენციალური ინფორმაციის, ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებას და სხვა მომხმარებლის პირადი გვერდის მართვას.
  • არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად, არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებსდა სხვა მომხარებლის გვერდს;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებ გვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას.
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით ან ამ ხელშეკრულების პირობებით.
რეგისტრაცია
  • პროდუქტის შეძენა შესაძლებელია საიტზე პროდუქტის შეკვეთის საფუძველზე(რეგიტრაციის შემდეგ
  • რეგისტრაციის შემთხვევაში თქვენ ვალდებული ხართ წარადგინოთ მხოლოდ ზუსტი, სრული სარეგისტრაციო ინფორმაცია, და მოახდენთ ამ ინფორმაციის განახლებას თუ ის შეიცვლება. დარეგისტრირებისას თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ უფლებას სისტემაში შესვლისთვის (თქვენი სახელით, მაილით და პაროლით…) ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. თქვენ არ შეგიძლიათ მესამე პირს დაავალოთ თქვენი ანგარიშით სარგებლობა თქვენს ნაცვლად.
მომსახურების მიღებისა და ვებგვერდის გამოყენების პირობები

მომსახურების მიღება

ჩვენი მომსახურების მიღება ვებგვერდის საშუალებით ხელმისაწვდომია თბილისსა და რეგიონებში, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას წინასწარი შეტყობინების შემდგომ არ დავადასტუროთ ან სხვა სახით შევზღუდოთ ჩვენი მომსახურების მიღება მომხმარებლის მიერ (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში)

შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე

ვებ გვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენგან ვერ მიიღებთ ისეთ მომსახურებას, რომელიც  არღვევს კანონმდებლობას. ამასთანავე, თქვენ გეკრძალებათ ჩვენს სისტემებაში ან ამ ვებ გვერდზე არასანქცირებული შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან ვებ საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენს მიერ ვებ გვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ და გადავცეთ:

  1. ჩვენს კომპანიაში მომუშავე მხოლოდ შესაბამის უფლებამოსილ პირს;
  2. ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობის შემთხვევაში;
  3. საგამოძიებო ან სხვა სახელმწიფო ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

თქვენს მიერ ამ ვებ გვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის განთავსება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ განკარგვაზე თანხმობად.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა ისეთ პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებ გვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია, არსებობს იმის შესაძლებლობა რომ ვერ მიიღოთ მომსახურება და ონლაინ ანგარიშსწორებაც დასრულდეს წარმუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ასეთ შემთხვევაში გთხოვთ თავი შეიკავოთ ვებ გვერდის გამოყენებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად თქვენ მაინც აგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხიმგებელი ხართ თქვენ.

მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და მისი გამოყენების პირობები

ჩვენ ვაგროვებთ პირადი ინფორმაციას მხოლოდ პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით.

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება. 

ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა (როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, პირადინომერიელექტრონული ფოსტის მისამართიმისამართი და ..), როდესაც თქვენ ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით ერთვებით რაიმე ქმედებაში, მაგალითად ჩვენთან პროდუქტის შეძენა. პროდუქტის საფასურის გადახდისას ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა სავალდებული ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებ გვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე.

თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენს მიერ შესაძლებელია გამოყენებული იქნას

  • თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად;
  • მომსახურებით შესასრულებლად
  • მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით ზოგად ბაზაში;
  • ვებ გვერდის მართვისთვის;
  • ან თქვენთან დასაკონტაქტებლად და იმ ინფომრაციის მოსაწოდებლად, რომელიც შესაძლებელია თქვენთვის იყოს საინტერესო.

მარკეტინგი და კომუნიკაცია

ასევე უფლებას ვიტოვებთ ჩვენთან რეგისტრირებულ მომხმარებლებს გავუგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ელექტრონული წერილები, სიახლეების გაცნობის მიზნით.

საიტის სტატისტიკა

ჩვენ ვიტოვებთ უფლებამოსილებას გამოვიყენოთ ანონიმურად სტატისტიკური ინფორმაცია ვიზიტორებისადა შეკვეთების რაოდენობაზე.

ინფორმაციის განახლება და შეცვლა

თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ვებ გვერდზე თქვენი ანგარიშის შესაბამის განყოფილებაში შესვლით. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძველ ტრანზაქციებს, თქვენ ვერ წაშლით ინფორმაციას, რომელიც გულისხმობს ვებ გვერდზე უკვე განხორციელებულ ძველ ტრანზაქციებს. ინფორმაციის დარეზერვების მიზნით, ჩვენ შესაძლოა მოგვიხდეს მთელი თქვენი ინფორმაციის წაშლა. თქვენი ბარათის ინფორმაცია არ ინახება ჩვენს ვებ გვერდზე, არამედ განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.

ანგარიშსწორება

ანგარიშწორების შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი მეთოდებით:

  1. წინასწარი ონლაინ გადახდა ბარათით ყიდვის მომენტში, (როგორ კომპანიებისთვის ასევე ფიზიკურიპირებისთვის) ამ შემთხვევაში თქვენ საშუალება გექნებათ ჩვენს საიტზე გადაიხადოთ ნებისმიერიელექტრონული ბარათით. შეგახსენებთ, რომ თქვენი პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდებაუშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას დაუსაფრთხოებას.
  2. შეკვეთის ღირებულების წინასწარი ჩარიცვხა ჩვენს ანგარიშზე, ბანკის, ან ინტერნეტ ბანკინგის მეშვეობით. (როგორ კომპანიებისთვის ასევე ფიზიკური პირებისთვის)
მიღება–მიწოდება

შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება განხორციელდება შეკვეთის მიღების 12 დან – 36 საათში

შეკვეთის მიწოდება ხორციელდება ორშაბათიდანკვირის ჩათვლით. (შაბათ კვირა მხოლოდ თბილისის მასშტაბით)

შეკვეთის გაუქმების პირობები

შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ შეკვეთის განთავსების დღეს ჩვენთან შეთანხმებით; შეკვეთის გაგზავნის მომენტში ან მიწოდების დღეს. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ნივთი გადამზიდავ კომპანიას არ აქვს წაღებული.

თანხის უკან დასაბრუნებლად კომპანიას აქვს ერთი კვირის ვადა. თანხის უკან    დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. სხვა შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნება არ ხორციელდება.